Weighted Average Maturity (WAM)
Weighted Average Maturity (WAM) − საშუალო შეწონილი ვადიანობა – საშუალო ვადა, რომლის განმავლობაშიც მოხდება ვალდებულების დაფარვა. იგი, როგორც წესი, გამოიყენება ფასიანი ქაღალდების პორტფელის საშუალო ვადიანობის დასადგენად.
WAM გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
∑(ფასიანი ქაღალდები)V*T/∑(ფასიანი ქაღალდები)V
რომელშიც V არის თითოეული ფასიანი ქაღალდის ღირებულება, ხოლო T არის მათი ვადიანობა.