Yield
Yield − სარგებლიანობა – ინვესტიციის შესაფასებელი პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს, რამხელა სარგებელი მოაქვს კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტს ინვესტორისთვის მოცემულ პერიოდში. სარგებლიანობის დათვლისას ითვალისწინებენ ინვესტიციასთან დაკავშირებულ ყველა შემოსავალს. მაგალითად, თუ ინვესტორმა 200 დოლარად შეიძინა აქცია, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დივიდენდის სახით გამოიმუშავა 6 დოლარი და შემდეგ გაიყიდა 220 დოლარად, ინვესტირებულ 200 დოლარზე პერიოდის სარგებელი არის (220−200)+6=26 დოლარი, ანუ ამ ფინანსურმა ინსტრუმენტმა ინვესტორს მოუტანა 26/200=13% სარგებელი მოცემულ პერიოდში.