Average Age of Inventory

Average Age of Inventory – მარაგების საშუალო ასაკი – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ, რამ­­­დენი დრო სჭირდება კომპანიას მარაგების გასაყიდად. გამოით­­ვლება შემდეგი ფორმულით:

მარაგების საშუალო ასაკი=365 დღე/მარაგების ბრუნვა=365 დღე*მარაგების საშუალო ღირებულება/რეალიზებული საქონლის თვითღირებულება

კოეფიციენტი გამოიყენება გაყიდვების/მარაგების მართვის ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, თუ ორგანიზაციის
მარაგების საშუალო ასაკი სექტორის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია, ეს მიუთითებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას
ან რეალიზების პრობლემები აქვს, ან მარაგების მართვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *