Bond at Par – Bond at Face Value
Bond at Par – Bond at Face Value – ობლიგაცია ნომინალური ღირებულებით – ფასიანი ქაღალდი, რომლის საბაზრო ფასია მისი ნომინალური ღირებულება. ამ შემთხვევაში ობლიგაციისთვის მინიჭებული კუპონის განაკვეთი და საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ერთმანეთის ტოლია, შესაბამისად, ინვესტორები, ობლიგაციის გამომშვები კომპანიისთვის ფულის სესხების სანაცვლოდ, ელიან კუპონის განაკვეთის ტოლ უკუგებას.