Days Sales Outstanding (DSO)

Days Sales Outstanding (DSO) – ფულის აკრეფის პერიოდი – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ,
რამდენი დღე სჭირდება კომპანიას კრედიტში განხორციელებული გაყიდვებიდან ფულის ამოსაღებად. გამოითვლება შემდეგი
ფორმულით:

ფულის აკრეფის პერიოდი=365 დღე*სავაჭრო მოთხოვნების საშუალო ღირებულება/კრედიტში გაყიდვების ჯამური ღირებულება

კოეფიციენტი გამოიყენება ორგანიზაციის ფულადი ნაკადების შესაფასებლად. მაგალითად, თუ ფულის აკრეფის პერიოდი ხანგრძლივია ან მკვეთრად იზრდება, შესაძლოა, ეს მიანიშნებდეს, რომ გაყიდვებიდან რეალური ფულადი სახსრების მიღება პრობლემურია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *