Economies of Scale

Economies of Scale – ეკონომია მასშტაბზე – მდგომარეობა, როდესაც წარმოების მოცულობის გაზრდით წარმოების საშუალო ხარჯი ერთეულზე იკლებს. მასშტაბზე ეკონომიის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ფიქსირებული ხარჯების არსებობაა. როდესაც წარმოება იზრდება, კონკრეტული ფიქსირებული ხარჯი პროდუქტის უფრო მეტ რაოდენობაზე ნაწილდება და ერთი ერთეულის წარმოების ხარჯში უფრო ნაკლებადაა წარმოდგენილი, რაც ამ უკანასკნელს ამცირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *