Economies of Scope

Economies of Scope – ეკონომია მოცვაზე – ეკონომიკური კონცეფცია, რომლის თანახმად, კომპანია საშუალო და ზღვრული ხარჯის მინიმიზაციას ახდენს არა მხოლოდ ძირითადი პროდუქტის, არამედ მონათესავე პროდუქტებისა თუ სერვისების წარმოებით. მაგალითად, თუ ღვინის მწარმოებელი კომპანია ღვინოსთან ერთად ჭაჭის და ბადაგის წარმოებასაც დაიწყებს, მას მთლიანი წარმოების საშუალო და ზღვრული ხარჯები შეუმცირდება და ეფექტიანობა გაეზრდება, რადგან ეს პროდუქტები მსგავს ადამიანურ რესურსსა და კაპიტალს მოიხმარს, რომლებიც ღვინის საწარმოებლად ისედაც გამოიყენებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *