Profit

Profit − მოგება – სხვაობა კომპანიის ჯამურ შემოსავლებსა და ჯამურ დანახარჯებს შორის. მოგება გამოითვლება სამ ძირითად ეტაპზე:

 1) საერთო მოგება – სხვაობა კომპანიის შემოსავლებსა და რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას შორის;

2) საოპერაციო მოგება – სხვაობა საერთო მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის;

3) წმინდა მოგება – საოპერაციო მოგების ნაწილი, რომელიც რჩება გადასახადებისა და საპროცენტო ხარჯის გადახდის შემდგომ.

მოგების მოცემულ ნაწილებად დაყოფა კომპანიას თავისი საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზის შესაძლებლობას აძლევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *