Quick Ratio/Acid-Test Ratio

Quick Ratio/Acid-Test Ratio − სისწრაფის კოეფიციენტი –  ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც ზომავს კომპანიის შესაძლებლობას, გადაიხადოს მიმდინარე ვალდებულებები მარაგების გაყიდვის ან დამატებითი დაფინანსების მოძიების გარეშე. ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას თავისი მიმდინარე აქტივებით მოკლევადიანი ვალდებულებების დაფარვა. სისწრაფის კოეფიცინტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სისწრაფის კოეფიციენტი=(ფული+სავაჭრო ფასიანიქაღალდები+სავაჭრო მოთხოვნები)/მიმდინარე ვალდებულება

კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი კომპანიის ფინანსურ სიძლიერესა და სტაბილურობაზე მიანიშნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *