Time Value of Money (TVM)

Time Value of Money (TVM) − დროში ფულის ღირებულება – შეხედულება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული რაოდენობის ფულის მიმდინარე ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი ღირებულება მომავალში. ეს თეორია გამყარებულია 2 ძირითადი მოსაზრებით:

  1. კაპიტალს ახასიათებს პროდუქტიულობა, ანუ მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია ფულის ინვესტირება, შესაბამისად, მომავალში იგი დამატებით სარგებელს გამოიმუშავებს;
  2. სხვა თანაბარ პირობებში ადამიანებს დღევანდელი მოხმარება ურჩევნიათ მომავალ მოხმარებას.

დროში ფულის ღირებულებაზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, დამატებითი სარგებლის გამომუშავებასთან დაკავშირებული რისკი, ლიკვიდობა და მოსალოდნელი ინფლაცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *