აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი

აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი – Asset Coverage Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც აღწერს კომპანიის წმინდა
აქტივების შეფარდებას სასესხო ვალდებულებებთან. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი=((აქტივები−არამატერიალური აქტივები)−(მიმდინარე ვალდებულებები−მოკლევადიანი სესხები)) სესხები

კოეფიციენტი დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სტაბილურობის შეფასების
საშუალებას აძლევს. რაც უფრო მაღალია აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი, მით უფრო აღემატება კომპანიის აქტივები მის
სასესხო ვალდებულებებს და, შედეგად, ნაკლებად რისკიანია კომპანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *