აქტივების ბრუნვა
აქტივების ბრუნვა – Asset Turnover Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც ზომავს, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია საკუთარ აქტივებს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გამოსამუშავებლად. აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი გამოითვლება გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის შეფარდებით აქტივების საშუალო ღირებულებასთან. რაც უფრო მაღალია კომპანიის აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტიანად იყენებს იგი საკუთარ აქტივებს.