დივერსიფიკაცია
დივერსიფიკაცია – Diversification – საინვესტიციო რისკების შემცირების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორი კაპიტალს არა ერთ, არამედ რამდენიმე განსხვავებული რისკისა და შინაარსის მქონე აქტივზე ანაწილებს. დივერსიფიკაციის მიზანი ინვესტორის ქონების სპეციფიკური რისკის წინაშე დაყენების პრევენციაა. კერძოდ, განსხვავებულ აქტივებში ინვესტირება საშუალებას გვაძლევს, დადებითი უკუგება იმ შემთხვევაშიც მივიღოთ, თუ რომელიმე მათგანი წამგებიანი აღმოჩნდება. შესაბამისად, ინვესტორები საინვესტიციო პორტფელში ხშირად დიამეტრალურად განსხვავებული ტიპის აქციებს ათავსებენ.