ეკონომია მასშტაბზე
ეკონომია მასშტაბზე – Economies of Scale – მდგომარეობა, როდესაც წარმოების მოცულობის გაზრდით წარმოების საშუალო ხარჯი ერთეულზე იკლებს. მასშტაბზე ეკონომიის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ფიქსირებული ხარჯების არსებობაა. როდესაც წარმოება იზრდება, კონკრეტული ფიქსირებული ხარჯი პროდუქტის უფრო მეტ რაოდენობაზე ნაწილდება და ერთი ერთეულის წარმოების ხარჯში უფრო ნაკლებადაა წარმოდგენილი, რაც ამ უკანასკნელს ამცირებს.