ეფექტიანობა
ეფექტიანობა – Efficiency – დამოკიდებულება მიღწეულ შედეგსა და შედეგის მისაღწევად გაღებულ რესურსებს შორის. წარმოებაში ეფექტიანობას ვხვდებით მაშინ, როდესაც რესურსების მინიმალური რაოდენობით წარმოების მაქსიმალური დონე მიიღწევა, შესაბამისად, რესურსები არ იფლანგება. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ეფექტიანობა=წარმოებული პროდუქციის რაოდენობა/გამოყენებული რესურსების რაოდენობა.
რაც უფრო მეტია ეფექტიანობა, მით უფრო ეკონომიურია პროცესი. მაგალითად, თუ ორი თარჯიმნიდან ერთსა და იმავე ტექსტს ერთი და იმავე ხარისხით პირველი თარჯიმანი 1 საათში თარგმნის, მეორე კი – 2 საათში, გამოდის, რომ პირველი თარჯიმნის ეფექტიანობა უფრო მაღალია და ის უფრო ეკონომიურად იყენებს რესურსს.