ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები
ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები – General And Administrative Expense (G&A) – დანახარჯები, რომლებიც არ მიეკუთვნება კონკრეტულ დეპარტამენტს და არ მონაწილეობს საქონლისა და მომსახურების შექმნაში, თუმცა მათი გაწევა აუცილებელია საწარმოს ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის. ასეთი დანახარჯების მაგალითებია: ადმინისტრაციის ხელფასები, საიჯარო ხარჯი, ოფისის აღჭურვილობის ცვეთა, საკომუნიკაციო ხარჯი და სხვა.