კორელაციის კოეფიციენტი

კორელაციის კოეფიციენტი – Correlation Coefficient – სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ცვლადებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გამოხატავს. კოეფიციენტი მნიშვნელობას −1-დან 1-მდე იღებს. რაც უფრო ახლოა ეს კოეფიციენტი
−1-თან, მით უფრო ძლიერი უარყოფითი დამოკიდებულებაა ცვლადებს შორის, ხოლო თუ კოეფიციენტი 1-თან არის ახლოს,
ეს ცვლადებს შორის ძლიერ დამოკიდებულებას გამოხატავს. თუ კოეფიციენტი 0-თან არის ახლოს, ეს ნიშნავს, რომ ცვლადებს
შორის ურთიერთდამოკიდებულება თითქმის არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *