ლიკვიდურობის კოეფიციენტი
ლიკვიდურობის კოეფიციენტი − Liquidity Ratio – ფინანსური მაჩვენებლების ჯგუფი, რომელიც აფასებს კომპანიის უნარს, გადაიხადოს მიმდინარე ვალდებულებები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებად ლიკვიდურობის კოეფიციენტებს მიეკუთვნება მიმდინარე კოეფიციენტი, სწრაფი კოეფიციენტი და ნაღდი ფულის კოეფიციენტი.
