მეზანინ დაფინანსება

მეზანინ დაფინანსება − Mezzanine Financing – ფინანსური სახსრების მოზიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც წარმოადგენს სესხისა და საკუთარი კაპიტა­ლის ჰიბრიდულ პროდუქტს. მეზანინ დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სესხის აღებით, ასევე პრივილეგირებული აქციების გამოშვებით და ხშირად სწორედ ამ ორი ინსტრუმენტის ნაზავს წარმოადგენს. მეზანინ დაფინანსებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს საბანკო ან სხვა ტიპის სასესხო ლიმიტებს და არ სურთ კაპიტალის მოძიების სანაცვლოდ წილის გასხვისება და კომპანიის მართვის პროცესში ახალი მეწილის დამატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *