მთლიანი მოგების მარჟა
მთლიანი მოგების მარჟა – Gross Margin – მარჟა, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მომგებიანია კომპანია საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების რეალიზაციის ჭრილში. მაჩვენებლის გამოსათვლელად გასათვალისწინებელია მთლიანი შემოსავალი და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რსთ):
მთლიანი მოგების მარჟა=(მთლიანი შემოსავალი–რეალიზებული საქონლის თვითღირებულება)/მთლიანი შემოსავალი=მთლიანი მოგება/მთლიანი შემოსავალი
რაც უფრო მაღალია მთლიანი მოგების მარჟა, მით უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს კომპანია მოგებას საკუთარი პროდუქტის რეალიზაციით.