მოკლევადიანი ვალდებულება
მოკლევადიანი ვალდებულება – Short-term Debt − ვალდებულება, რომელიც დებიტორმა უნდა დაფაროს არაუმეტეს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ასეთი შეიძლება იყოს: სავაჭრო ვალდებულება, მოკლევადიანი სესხი, იჯარის გადასახადი და სხვა. მათი ლიკვიდურობის კარგი საზომია სწრაფი კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის შესაძლებლობას, გადაიხადოს მიმდინარე ვალდებულებები, მარაგის გაყიდვის ან დამატებითი დაფინანსების მიღების გარეშე.