მომწიფების თარიღი
მომწიფების თარიღი − Maturity Date – თარიღი, როდესაც სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტმა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება. შესაბამისად, სიმწიფის თარიღის შემდეგ აღარ ხდება პროცენტის გადახდა და ფასიანი ქაღალდის არსებობა სრულდება. მაგალითად, 3-წლიანი სახაზინო ობლიგაციისთვის მომწიფების თარიღი იქნება მისი გამოშვებიდან 36 თვის შემდეგ, როდესაც ობლიგაციის გამომშვები გადაიხდის ობლიგაციის ნომინალურ ღირებულებას.