ნულოვანი მოგების წერტილის ანალიზი

ნულოვანი მოგების წერტილის ანალიზი – Break-Even Point (BEP) Analysis – გაანგარიშებათა ჯაჭვის შედეგი იმის დასადგენად, თუ რამდენი პროდუქტის/სერვისის რეალიზაციაა საჭირო ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების სრულად დასაფარად. ნულოვანი მოგების წერტილის ანალიზი გულისხმობს გაყიდვების იმ რაოდენობის გამოთვლას, რომლის შესაბამისი ჯამური შემოსავლები და ჯამური ხარჯები ერთმანეთის ტოლია. აღნიშნულ მაჩვენებელს ნულოვანი მოგების წერტილი ეწოდება და გამოითვლება შემდეგი
ფორმულით:

ნულოვანი მოგების წერტილი(BEP)=ჯამური ფიქსირებული
ხარჯები/(ერთეულის გასაყიდი ფასი−ერთეულის ცვლადი ხარჯი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *