ობლიგაცია

ობლიგაცია – Bond – სასესხო ვალდებულების დამადასტურებელი სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელსაც, როგორც წესი, უშვებენ სამთავრობო დაწესებულებები ან კომპანიები და რომელიც მფლობელს ანიჭებს უფლებას, მიიღოს ობლიგაციით გათვალისწინებული თანხა (ე.წ. ნომინალური ღირებულება) პროცენტით (ე.წ. კუპონური ობლიგაციის შემთხვევაში) ან უპროცენტოდ (ე.წ. ნულოვანი კუპონის მქონე ობლიგაციის შემთხვევაში), გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ობლიგაციის გამოშვება, ფაქტობრივად, სესხის აღებაა, ობლიგაციის მფლობელები კი ობლიგაციის გამომშვებისათვის კრედიტორები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *