პირობითი მოსაზრება

პირობითი მოსაზრება − Qualified Opinion – აუდიტის 4 პოტენციური დასკვნიდან (უპირობო მოსაზრება, პირობითი მოსაზრება, უარყოფითი მოსაზრება და უარი მოსაზრების გამოთქმაზე) ერთ-ერთია და გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც, აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე, აუდიტორი დაასკვნის, რომ ფინანსური ანგარიშგება შეიცავს არსებით, მაგრამ არა ყოვლისმომცველ უზუსტობებს (უზუსტობა არ არის ყოვლისმომცველი, როდესაც იგი გავლენას არ ახდენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე). გარდა ამისა, პირობითი მოსაზრება შეიძლება გაიცეს მაშინ, როდესაც აუდიტორს არ შეუძლია საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მოპოვება, მაგრამ დაასკვნის, რომ აღმოუჩენელი უზუსტობების სავარაუდო გავლენა შეიძლება იყოს არსებითი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *