პროგრესიული გადასახადი
პროგრესიული გადასახადი − Progressive Tax – გადასახადი, რომლის განაკვეთი იზრდება დასაბეგრი შემოსავლის ზრდასთან ერთად. მაგალითად, თუ ერთი ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 100 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის არის 10%, მაშინ, როდესაც სხვა ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალია 300 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მისთვის არის 20%, ეს მიუთითებს, რომ გადასახადი პროგრესიულია.