რეინვესტირების განაკვეთი

რეინვესტირების განაკვეთი – Reinvestment Rate − სარგებლის განაკვეთი, რომელსაც ინვესტორი მიიღებს წინა ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების ახალ პროექტში ინვესტირების შედეგად. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს წლიურ 3% სარგებლის 2 წლიან ფასიან ქაღალდს და ვადის გასვლის შემდეგ ამ ფასიანი ქაღალდიდან მიღებულ თანხას ახალი, 4%-იანი სარგებლის განაკვეთის მქონე, ობლიგაციის შესაძენად გამოიყენებს, ჩაითვლება, რომ რეინვესტირების განაკვეთი არის 4%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *