რესტრუქტურიზაცია
რესტრუქტურიზაცია – Restructuring
- საწარმოს რესტრუქტურიზაცია – საწარმოს მენეჯმენტში, ოპერაციებში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ძირეული და გარდამტეხი ცვლილებები.
- სესხის რესტრუქტურიზაცია – გამსესხებელსა და მსესხებელს შორის სესხის ძირითადი მახასიათებლების (ვადა, საპროცენტო განაკვეთი, მოცულობა) ცვლილებაზე შეთანხმება, რათა მსესხებელმა ახალი პირობებით უკეთ შეძლოს სასესხო ვალდებულების დაფარვა. მაგალითად, საქართველოში ხშირია რამდენიმე მცირე სესხის ერთ დიდ, გრძელვადიან სესხად გაერთიანების შემთხვევა.