სააქციო საზოგადოება (სს)
სააქციო საზოგადოება (სს)− Joint-Stock Company (JSC) – მოგების მიღების მიზნით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალით. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომილარული ღირებულება დგინდება კანონმდებლობით. სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მეწილე, რომელთაგან თითოეული ფლობს კომპანიის წილს შეძენილი აქციების რაოდენობის მიხედვით. სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი უპირატესობა აქციების ემისიით ფინანსური სახსრების შედარებით იაფად მოზიდვის შესაძლებლობაა, რომელთა სანაცვლოდაც ინვესტორები კომპანიის წილის მეპატრონეები ხდებიან. აქციონერთა პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლება აქციების შესაძენად გადახდილი თანხით, ანუ წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში, ხოლო მათი წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად.