საინვესტიციო ფონდი
საინვესტიციო ფონდი − Investment Fund – ინვესტიციის განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, რომლის დროსაც ერთ ჯგუფში გაერთიანებული ინვესტორები ახდენენ ფონდის საერთო, აკუმულირებული კაპიტალის ინვესტირებას კონკრეტულ ფასიან ქაღალდებში. საინვესტიციო ფონდის თითოეულ ინვესტორს აქვს საკუთრების და კონტროლის უფლება საკუთარ წილზე, თუმცა არ აქვს უფლება, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. ფონდის კაპიტალს, როგორც წესი, მართავს ფონდის მენეჯერი. ინვესტორისთვის საინვესტიციო ფონდის უპირატესობებია: კაპიტალის დიდი მოცულობა, შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელების უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები, პროფესიონალი მენეჯერის მიერ მისი ინვესტიციის უკეთ მართვის შესაძლებლობა, ინვესტიციაში წილების გადანაწილების შედეგად კონკრეტულ ინვესტორის მიერ გასაწევი დაბალი რისკი და დაბალი საინვესტიციო გადასახადი.