საპროცენტო განაკვეთის ცვლილების რისკი
საპროცენტო განაკვეთის ცვლილების რისკი − Interest Rate Risk – ფინანსური აქტივის ღირებულების ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის რყევების შედეგად. თუ საბაზრო განაკვეთი გაიზრდება, მაშინ ფინანსური აქტივის ღირებულება შემცირდება.
შესაბამისად, თუ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, მაშინ ფინანსური აქტივის ღირებულება გაიზრდება.
