საწარმოს ფუნქციონირების დაშვება
საწარმოს ფუნქციონირების დაშვება – Going Concern – აუდიტსა და საბუღალტრო აღრიცხვაში გამოყენებული ერთ-ერთი ძირითადი დაშვება, რომელიც გულისხმობს, რომ სუბიექტი განჭვრეტად მომავალში უწყვეტად გააგრძელებს ბიზნესსაქმიანობას და არ მიიღებს ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
