უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე
უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე – Return On Average Equity − ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე საკუთარ კაპიტალთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე=წმინდა მოგება/საკუთარი კაპიტალის საშუალო ღირებულება
კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად ეფექტიანად იყენებს მენეჯმენტი ორგანიზაციის საკუთარ კაპიტალს. მაღალი უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე მიუთითებს მენეჯმენტის ეფექტიანობასა და საკუთარი კაპიტალის მაღალ უტილიზაციაზე, ხოლო დაბალი უკუგება საშუალო საკუთარ კაპიტალზე მიუთითებს მენეჯმენტის ნაკლებ ეფექტიანობასა და საკუთარი კაპიტალის დაბალ უტილიზაციაზე.