ფასიანი ქაღალდი

ფასიანი ქაღალდი – Security − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ფულადი ღირებულება და შეუზღუდავად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: წილობრივ, სასესხო და ჰიბრიდულ ფასიან ქაღალდებად. წილობრივი ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მისი მფლობელის საკუთრების უფლებას კომპანიის კაპიტალში და მისი მაგალითია აქცია; სასესხო ფასიანი ქაღალდი ადასტურებს მფლობელის უფლებას, მიიღოს განსაზღვრული ძირი თანხა პროცენტით ან უპროცენტოდ და მისი მაგალითია ობლიგაცია; ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ერთგვარ კომბინაციას და მისი მაგალითია კონვერტირებადი ობლიგაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *