წლიური საპროცენტო განაკვეთი
წლიური საპროცენტო განაკვეთი – Annual Percentage Rate (APR) – პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს გარიგების
რეალურ წლიურ ღირებულებას, გარიგებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით. იგი გამოითვლება
შემდეგი ფორმულით:
წლიური საპროცენტო განაკვეთი=(((პროცენტის ჯამური ხარჯი+დამატებითი ხარჯები)/ძირი თანხა) ⁄ გარიგების ხანგრძლივობა წლებში)*100%
ყველაზე ხშირად წლიური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება სესხებისა და ინვესტიციების შესადარებლად.
