წმინდა ვალი
წმინდა ვალი − Net Debt – ორგანიზაციის ლიკვიდურობის საზომი, რომელიც მიანიშნებს, რამდენად შეუძლია ორგანიზაციას თავისი ყველა ფინანსური ვალდებულების დაფარვა, დღესვე რომ ჰქონდეს აღნიშნული ვალდებულებების დაფარვის აუცილებლობა. წმინდა ვალი მიუთითებს, რამდენით აღემატება ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები მის ლიკვიდურ აქტივებს. გამოითვლება შემდეგი
ფორმულით:
წმინდა ვალი=მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები+ გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები– ფული და ფულის ეკვივალენტები