Accounts Payable Turnover Ratio
Accounts Payable Turnover Ratio – სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვა – კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად ფარავს კომპანია წარმოქმნილ მოკლევადიან ვალდებულებებს. იგი გამოითვლება ჯამური სამარაგო შესყიდვების გაყოფით პერიოდის საშუალო სავაჭრო ვალდებულებებზე:
სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვის კოეფიციენტი=პერიოდის ჯამური შესყიდვები/პერიოდის საშუალო სავაჭრო ვალდებულებები
ზოგჯერ, სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვის კოეფიციენტის გამოთვლისას, ჯამური შესყიდვების ნაცვლად იყენებენ გაყიდული
საქონლის თვითღირებულებას.