Adverse Selection

Adverse Selection – არასახარბიელო გადარჩევა – სიტუაცია, როდესაც, გარიგებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე, ინფორმაციის ასიმეტრიულობის ფონზე, გარიგებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით, იყენებს ინფორმაციას, რომელიც სხვა მხარეებს არ გააჩნიათ. ამ დროს ნაკლები ინფორმაციის მქონე მხარეს ურთულდება ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. მაგალითად, არასახარბიელოა გადარჩევა, როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა სურს ადამიანს, რომლის შესახებ არ არსებობს სამედიცინო ისტორია. ბუნებრივია, სადაზღვევო კომპანიას უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე თავად მას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *