Bubble (Market)
Bubble (Market) – (საბაზრო) ბუშტი – ეკონომიკურ მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული აქციის, ფინანსური აქტივის, მთლიანი ბაზრის ან აქტივთა კლასის ღირებულება მკვეთრად აჭარბებს მის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რეალურ ღირებულებას. ბუშტის წარმოქმნას ხშირად წინ უძღვის სუბიექტების დაინტერესება ახალი ტექნოლოგიითა თუ ინვესტიციის განხორციელების სხვა, უფრო მომგებიანი საშუალებებით. დროთა განმავლობაში დაინტერესებული პირების რიცხვი მკვეთრად იზრდება, ბაზარზე მეტი მოთამაშე შემოდის, რომლებსაც სურთ ახალი, მიმზიდველი შესაძლებლობის გამოყენება, რასაც მოსდევს აქტივის ფასის სწრაფი ზრდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ფაქტორების ზემოქმედებით წარმოქმნილი ბუშტის „გასკდომა“ გარდაუვალია, ამას კი მოჰყვება აქტივების მასშტაბური გაყიდვა და მათი ფასის მკვეთრი შემცირება. ბუშტის გასკდომის უარყოფითი შედეგები დამოკიდებულია, ეკონომიკის რომელ სექტორში და რამდენად მასშტაბურად მიმდინარეობდა პროცესები. ბუშტის გასკდომის უარყოფითმა შედეგებმა, შესაძლოა, ეკონომიკა ხანგრძლივ სტაგნაციამდეც მიიყვანოს. იმის მიხედვით, თუ რომელი ფინანსური ინსტუმენტის ფასი განიცდის მკვეთრ ზრდას, ძირითადად, გამოიყოფა 4 კატეგორიის ბუშტი: საფონდო ბირჟის ბუშტი, აქტივების ბაზრის ბუშტი, საკრედიტო ბუშტი და სასაქონლო ბუშტი. მაგალითად, 2008 წლის კრიზისი სწორედ უძრავი ქონების
ბაზარზე შექმნილი ბუშტის გასკდომით დაიწყო.