Capital Expenditure (CapEx)
Capital Expenditure (CapEx) – კაპიტალური დანახარჯი – კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯი, რომელიც გამოიყენება
გრძელვადიანი აქტივების დასაფინანსებლად, მათ შესაძენად, გასარემონტებლად ან გასაუმჯობესებლად. კაპიტალური დანახარჯები ზოგჯერ გულისხმობს კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტის ან/და ინვესტიციის განხორციელებისას წარმოშობილ
ხარჯებს. საოპერაციო ხარჯისაგან განსხვავებით, რომელიც კომპანიიდან გადინებულ სახსრებს ასახავს, კაპიტალური დანახარჯი ემატება და ზრდის აქტივის ღირებულებას.
