Collateral

Collateral – გირაო – აქტივი (ფული ან ქონება), რომლითაც ხდება სესხის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, კრედიტორი უფლებამოსილია დაგირავებული აქტივი კომპენსაციის სახით საკუთრებაში მიიღოს. მაგალითად, თუ კომპანია ბანკისგან სესხულობს ფულს და თავის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას დებს გირაოდ, კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, აღნიშნული უძრავი ქონება დაისაკუთროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *