Cost of Capital

Cost of Capital – კაპიტალის ღირებულება – ფასი, რომელიც ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური სახსრების გამოსაყენებლად – ეს შეიძლება იყოს სესხის პრო­ცენტი, ნასესხები სახსრების შემთხვევაში, საკუთარი კაპიტალის შემთხვევაში კი – არასაბანკო ინვესტორის მიერ მოთხოვნილი მინიმალური უკუგება. კაპიტალის ღირებულება გამოიყენება პროექტის მომგებიანობის შესაფასებლად. პროექტის მოსალოდნელი უკუგება, მინიმუმ, კაპიტალის ღირებულებას უნდა დაემთხვეს, რათა ამ პროექტის განხორციელება წამგებიანი არ იყოს. მაგალითად, თუ ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია აპირებს ახალი ქარხნის აშენებას და აღნიშნული პროექტი დაფინანსდება 10%-იანი სესხით, კაპიტალის ღირებულება 10% იქნება და ამ პროექტს, მინიმუმ, 10%-იანი უკუგება უნდა ჰქონდეს, რათა კომპანია ინდიფერენტული იყოს მის განსახორციელებლად. რაც უფრო აღემატება პროექტის უკუგება კაპიტალის ღირებულებას, მით უფრო მომგებიანია აღნიშნული პროექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *