Cost of Debt

Cost of Debt – სესხის ღირებულება – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების – ობლიგაციების, სესხების – მომსახურების ფასს წარმოადგენს. სესხის ღირებულება ზომავს თანხას, რომელიც კრედიტორმა სარგებლის სახით უნდა დააბრუნოს. რაც უფრო დიდია სესხის ღირებულება, მით უფრო მეტი სარგებლის მიღება სურთ ინვესტორებს, რათა მოცემულ კომპანიას ფული ასესხონ. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ასახავს კომპანიის დეფოლტის რისკს და მონაწილეობს კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლაში. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს სავარაუდო უკუგებას, რომელსაც კრედიტორები და აქციონერები მიიღებენ კომპანიაში ინვესტირების შემდგომ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *