Cryptocurrency
Cryptocurrency – კრიპტოვალუტა – ვირტუალური, ციფრული ვალუტა, რომელიც ეფუძნება ბლოქჩეინ ტექნოლოგიას. კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული ფენომენია და დღეისათვის კრიპტოვალუტისადმი დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. დაინტერესებულ პირთა ნაწილი მას კარგ საინვესტიციო შესაძლებლობად მიიჩნევს, თუმცა, პოტენციურ სარგებელთან ერთად, დიდია დანაკარგის რისკიც, კრიპტოვალუტის საგრძნობლად მერყევი ფასის გამო. პირთა ნაწილისთვის კი კრიპტოვალუტის გამოყენება კარგი საშუალებაა არალეგალური საქმიანობის დასაფინანსებლად, რადგან ტრანზაქციები შეიძლება განხორციელდეს ონლაინ, ანონიმურად და ანგარიშსწორებისას არ ფიქსირდება პირადი მონაცემები.