Current Account Deficit/Surplus
Current Account Deficit/Surplus – მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი/პროფიციტი – მიმდინარე ანგარიში არის ერთ-ერთი ანგარიში ქვეყნის სავაჭრო ბალანსში, რომელიც აღწერს ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს და გვიჩვენებს, ქვეყანა უფრო მეტს ყიდის, თუ უფრო მეტს ყიდულობს. მიმდინარე ანგარიშში, იმპორტისა და ექსპორტის გარდა, გათვალისწინებულია გრანტები, ცალმხრივი დახმარებები, ტრანსფერები და ეროვნულ წარმოების ფაქტორებზე მიღებული წმინდა შემოსავლები, თუმცა, როგორც წესი, ეს ტრანზაქციები მიმდინარე ანგარიშის უმნიშვნელო წილს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ქვეყნის მასშტაბით იმპორტზე დახარჯული ფულადი სახსრები აჭარბებს ექსპორტიდან გამომუშავებულ ფულად სახსრებს, ანუ, როდესაც იმპორტი აღემატება ექსპორტს. ამ დროს იმაზე მეტი ფული გადის ქვეყნიდან, ვიდრე ქვეყანაში შემოდის, შედეგად კი მიმდინარე ანგარიშზე უარყოფითი ნაშთი ჩნდება. მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი აღწერს საპირისპირო შემთხვევას, როდესაც ექსპორტიდან გამომუშავებული ფულადი სახსრები იმპორტზე დახარჯულ ფულად სახსრებზე მეტია. ასეთ
დროს, ქვეყანაში შემოსული ფული აღემატება ქვეყნიდან გასულ ფულს, შედეგად კი მიმდინარე ანგარიშზე დადებითი ნაშთი
ჩნდება.