Debt to Capital Ratio
Debt to Capital Ratio – ვალის კაპიტალთან თანაფარდობა – კოეფიციენტი, რომელიც ზომავს კომპანიის მთლიანი კაპიტალის
რამხელა ნაწილს შეადგენს კომპანიის მიერ აღებული სესხები. ვალის კაპიტალთან თანაფარდობა გამოითვლება მთლიანი სესხების შეფარდებით მთლიან კაპიტალთან, რომელშიც მთლიანი კაპიტალი არის ვალდებულებებისა და აქციონერთა კაპიტალის ჯამი. რაც უფრო მაღალია მოცემული კოეფიციენტი, მით მეტად რისკიანია ასეთი კომპანია პოტენციური ინვესტორისათვის.