Debt to EBITDA Ratio
Debt to EBITDA Ratio – ვალის EBITDA-სთან თანაფარდობა – კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, კომპანიის EBITDA-ს რამხელა ნაწილს შეადგენს მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები. აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება მთლიანი ვალის EBITDA-სთან შეფარდებით. ამ კოეფიციენტს ფინანსური ინსტიტუტები ხშირად კომპანიის გადახდისუნარიანობის და მასთან
დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესაფასებლად იყენებენ. რაც უფრო დიდია კოეფიციენტის მნიშვნელობა, მით უფრო რისკიანია კომპანია.