Derivative

Derivative – დერივატივი – ისეთი ფინანსური კონტრაქტი, ფასიანი ქაღალდი, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია კონკრეტულ აქტივზე ან აქტივთა ჯგუფზე. თუმცა შესაძლებელია, მისი ღირებულება მიბმული იყოს ფინანსურ ინსტრუმენტზე ან ინდიკატორზე. დერივატივი საშუალებას აძლევს მხარეებს, დააზღვიონ ისეთი რისკები, როგორებიცაა: გაცვლითი კურსის ცვლილება, საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, სასაქონლო ფასის ცვლილება და სხვა. მაგალითად, თუ ევროპელი ინვესტორი, რომელიც ამერიკული კომპანიის აქციებს ფლობს, მოელის, რომ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდება, ის შეიძენს ფიქსირებული კურსის დერივატივს, რათა მომავალში მისმა დოლარიდან ევროში კონვერტირებულმა აქციებმა ღირებულება არ დაკარგოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *