Double Entry
Double Entry – ორმაგი გატარების სისტემა – ფინანსური აღრიცხვის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ყოველი გარიგება, მინიმუმ, ორ ანგარიშზე ახდენს გავლენას და ორმხრივად მოქმედებს საბალანსო ტოლობაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კონცეფცია მოითხოვს ორი ტიპის ჩანაწერს, დებეტურს და კრედიტულს, რომელთა სიდიდეებიც ტოლი უნდა იყოს. მაგალითად, თუ კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი 10 000 ლარის ოდენობით, ეს გარიგება ორ ანგარიშზე მოახდენს გავლენას – ფულზე და სასესხო ვალდებულებებზე. შესაბამისი ბუღალტრული გატარება კი იქნება შემდეგი: ფული – 10 000 ₾ (დებეტი); სასესხო ვალდებულება – 10 000 ₾ (კრედიტი).