Duration

Duration − დურაცია – საზომი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად რეაგირებს ობლიგაციის ან სხვა ფასიანი ქაღალდის ფასი საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე. საპროცენტო განაკვეთის ზრდისას ფასიანი ქაღალდისგან მიღებული ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება მცირდება, შესაბამისად, მცირდება მისი ფასიც. მაგალითად, რაც უფრო მაღალია დურაციის მაჩვენებელი, მით უფრო მეტად დაეცემა ფასიანი ქაღალდის ფასი საპროცენტო განაკვეთის გაზრდისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *